ბათუმის  განათლებისა და მეცნიერების ქალაქში არსებული ფიზიკა-მათემატიკის გაძლიერებული სწავლების სკოლა დამატებით აცხადებს მოსწავლეთა მიღებას მე-7 კლასში.

სკოლაში მოსწავლეთა მიღება განხორციელდება მათემატიკის გამოცდის წარმატებით ჩაბარების საფუძველზე.



მისაღები ადგილების  რაოდენობა: მე-7 კლასი - 15 მოსწავლე.

სასწავლო პროცესი მიმდინარეობს თანამედროვე დიზაინით მოწყობილ საგანმანათლებლო სივრცეში. მოსწავლეები დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურების სახით სარგებლობენ  სპორტული, შემოქმედებითი და ინტელექტუალური კლუბებისა და წრეების მომსახურებებით.

რეგისტრაციის  პირობები:

მსურველთა რეგისტრაცია  განხორციელდება ელექტრონულად  სკოლის ვებ-გვერდზე pmc.edu.ge-ზე  2024 წლის 19 აგვისტოდან  25 აგვისტოს ჩათვლით.

ონლაინ რეგისტრაციისას, მშობელმა შესაბამის ველში უნდა ატვირთოს  შემდეგი დოკუმენტების სკანირებული ვერსია:

1. მოსწავლის პირადობის  მოწმობის, ან პასპორტის ასლი, ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა.

2. სკოლის მიერ გაცემული 2023-24 სასწავლო წლის წლიური ნიშნების ფურცელი.


ონლიან რეგისტრაციისას მშობელმა უნდა შეავსოს ელექტრონული განაცხადი, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ აქ.


 

მისაღები გამოცდები  ჩატარდება 27 აგვისტოს, გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყება 10:00 საათზე. მის: ბათუმი, სვიშევსკის ქუჩა N1 (გარადოკის დასახლება, სკოლის მე-3 კორპუსი)

საგამოცდო ტესტის სტრუქტურა:

  • ტესტი  შედგება 10 ღიაბოლოიანი ამოცანისგან.
  • ტესტის მაქსიმალური ქულაა 20.
  • ტესტირების ხანგძლივობა 2 საათი და 30 წუთი.

მისაღებ გამოცდაზე   მონაწილეობის უფლება აქვთ: მოსწავლეებს, რომლებიც  გამოცდის დღეს ირიცხებიან სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეთა  ბაზაში და 2023-2024 სასწავლო  წელს შესაბამის კლასში მათემატიკაში წლიური ნიშანი აქვს 8 ქულა ან მეტი.  სკოლაში მოსწავლეთა მიღება განხორციელდება მათემატიკის გამოცდის წარმატებით ჩაბარების საფუძველზე.

სასწავლო პროცესი  მიმდინარეობს განათლებისა და მეცნიერების ქალაქში  სსიპ ქალაქ ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის  საჯარო სკოლის მე-3 კორპუსში. ქალაქი ბათუმი, სვიშჩევსკისქ.N1

 

გაითვალისწინეთ, რომ  მოსწავლის სკოლაში ჩასარიცხად  მშობელს წარმოსადგენი  აქვს დახასიათება სკოლიდან, სადაც უნდა იყოს აღნიშნული, რომ მოსწავლეს არ ჰქონდა დისციპლინური გადაცდომები. 


დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვმართეთ მისამართზე: სსიპ ქალაქ ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო  სკოლა,  ქ.ბათუმი, ფიროსმანის ქ.N5  ტელ: 571121315.

მე-7 კლასში მისაღები მათემატიკის  საგამოცდო პროგრამები  იხილეთ აქ: