"Math-e-Vision" ვიდეო კონკურსი მათემატიკაში


2013 წლის 30 დეკემბრიდან ყოველ შაბათ დღეს


მოსწავლემ უნდა გადაიღოს მათემატიკით შთაგონებული ვიდეო რგოლი. ვიდეო რგოლში უნდა იყოს წარმოდგენილი მათემატიკის როლი ყოველდღიურ ცხოვრებაში და უნდა ახდენდეს მათემატიკის პოპულარიზაციას.

კონკურსის მონაწილემ ვიდეო რგოლი უნდა ატვირთოს ვიდეო პორტალ "youtube"-ზე და ატვირთული ვიდეოს ბმული (link) უნდა გამოაგზავნოს ქვემოთ მოცემული ელექტრონული ფორმის საშუალებით.

კონკურსის წესები და პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ ქალაქ ბათუმის №6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის და ფიზიკა-მათემატიკის გაძლიერებული სწავლების ცენტრის VII-XII კლასის მოსწავლეებს ან მოსწავლეთა ჯგუფს.
  • ვიდეო რგოლი უნდა იყოს დაკავშირებული მათემატიკასთან.
  • ვიდეო რგოლი უნდა იყოს ორიგინალური.
  • ვიდეო რგოლი არ უნდა იყოს ცილისმწამებლური ან უხამსი.
  • ვიდეო რგოლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 4 წუთს.
  • ვიდეო რგოლის გარჩევადობა არ უნდა იყოს დაბალი ვიდრე 400X300.
  • ვიდეო რგოლის დამზადებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ ვიდეო რედაქტორი.

    ფინალისტების შერჩევა და შეფასების კრიტერიუმები:

  • კონკურსანტებს შეაფასებს საკონკურსო კომისიის 4 წევრი.
  • გამოვლინდება ყოველი კვირის არაუმეტეს სამი გამარჯვებული კონკურსანტი.
  • ვიდეო რგოლი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: (A)შემოქმედება-25%;(B)მათემატიკა-25%;(C)ხარისხი-25%;(D)გასართობი ღირებულება-25%.

    დასკვნითი ფესტივალი საბოლოო პრემიის ლაურეატების გამოსავლენად გაიმართება 2014 წლის 10 მაისს.

  • I ადგილი - 100 ლარი და სერთიფიკატი
  • II ადგილი - 75 ლარი და სერთიფიკატი
  • III ადგილი - 50 ლარი და სერთიფიკატი



    "Math-e-Vision" ვიდეო კონკურსი მათემატიკაში წარმოადგენს ამერიკული მათემატიკური კონკურსის "Math-O-Vision" ანალოგს