ადმინისტრაცია
სკოლის დირექტორი: ზურაბ ზაქარაძე
ზურაბ ზაქარაძე დაიბადა 1967 წლის 3 თებერვალს ქალაქ ბათუმში. 1991 წელს წარჩინებით დაამთავრა ქალაქ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 2006 წლიდან დღემდე მუშაობს ქალაქ ბათუმის №6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის დირექტორად.
დირექტორის მოადგილე: თამარ ჩაგანავა
თამარ ჩაგანავა დაიბადა 1959 წლის 9 მაისს ქალაქ ბათუმში. 1983 წელს დაამთავრა ქალაქ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 2006 წლიდან დღემდე მუშაობს ქალაქ ბათუმის №6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილედ. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
დირექტორის მოადგილე: მანანა პაპუნიძე
მანანა პაპუნიძე დაიბადა 1974 წლის 15 თებერვალს ქალაქ ბათუმში. 1996 წელს დაამთავრა ქალაქ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის დაწყებითი განათლების ფაკულტეტი. 2020 წლიდან დღემდე მუშაობს ქალაქ ბათუმის №6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში დირექტორის მოადგილედ. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
საქმისმწარმოებელი: თამარ კუჭაშვილი
თამარ კუჭაშვილი დაიბადა 1999 წლის 28 იანვარს ქალაქ ბათუმში. 2020 წელს დაამთავრა ქალაქ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-მეცნიერებათა ფაკულტეტი ქართული ფილოლოგიის სპეცილობით. 2021 წლიდან დღემდე მუშაობს ქალაქ ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის საქმისმწარმოებლად
ბუღალტერი: ელენა შერვაშიძე
ელენა შერვაშიძე დაიბადა 1957 წლის 21 აპრილს ქალაქ მოსკოვში. 1982 წელს დაამთავრა ქ.მოსკოვის ელექტროტექნიკური ინსტიტუტი. 2006 წლიდან დღემდე მუშაობს ქალაქ ბათუმის №6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის ბუღალტრად. ჰყავს მეუღლე, სამი შვილი და ოთხი შვილიშვილი.
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი: მალხაზ ანდღულაძე
მალხაზ ანდღულაძე ...
ბიბლიოთეკის გამგე : მარინა ღადუა
მარინა ღადუა დაიბადა 1967 წლის 7 ნოემბერს ქალაქ თბილისში. 1986 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის ა.პუშკინის სახელობის საბიბლიოთეკო სასწავლებლის წიგნთმცოდნეობისა და ბიბლმცოდნეობის ფაკულტეტი. 1989 წლიდან დღემდე მუშაობს ქალაქ ბათუმის №6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკის გამგედ. ჰყავს შვილი.
საინფორმაციო მენეჯერი: ზურაბ დუმბაძე
ზურაბ დუმბაძე დაიბადა 1988 წლის 25 ივნისს ქედის რაიონში. 2010 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკურ და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი. 2010 წლიდან დღემდე მუშაობს ქალაქ ბათუმის №6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის საინფორმაციო მენეჯერად.