მისაღები გამოცდები მათემატიკაში ჩატარდება 2024
წლის 27 და 28 ივლისს.
მე-7 კლასი - 27 ივლისი (რეგისტრაცია გამოცდაზე დაიწყება
10:00 სთ-ზე)
მე-8, მე-9, მე-10, მე-11 კლასები - 28 ივლისი (რეგისტრაცია გამოცდაზე დაიწყება 10:00
სთ-ზე)
ბათუმის განათლებისა და მეცნიერების ქალაქში არსებული ფიზიკა-მათემატიკის გაძლიერებული სწავლების სკოლაში მისაღები გამოცდები მათემატიკაში ჩატარდება სკოლის შენობაში, მისამართი: ქ. ბათუმი, სვიშევსკის ქ. N1
(გარადოკის დასახლება).
მისამართი იხილეთ რუკაზე: https://goo.gl/maps/Cs9feTuZnWAuTYRE6
გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყება 10:00 სთ-ზე და დასრულდება 10:30 სთ-ზე.
გამოცდაზე მოსწავლეებმა თან უნდა იქონიონ პირადობის მოწმობა ან სკოლის დირექტორის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა.
დავალების სტრუქტურა:
საგამოცდო დავალება შედგება 10 ამოცანისაგან, გამოცდის ხანგრძლივობაა 2 საათი და 30 წუთი.
დამხმარე მასალის, საათის, მობილური ტელეფონის, კალკულატორის ან სხვა ელექტრონული ხელსაწყოს გამოცდაზე შეტანის შემთხვევაში (თუნდაც გამორთულ მდგომარეობაში) გამოსაცდელი მოიხსნება გამოცდიდან.
მშობლებს გთხოვთ, გაითვალისწინოთ და დაიცვათ შემდეგი წესები:
1. სასურველია, მოსწავლეს ჰქონდეს საწერი კალამი და წყალი პლასტმასის ბოთლით;
2. მშობელი არ დაიშვება საგამოცდო ტერიტორიაზე;
სსიპ ქალაქ ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა
გისურვებთ წარმატებებს!
მე-7 კლასში მისაღები მათემატიკის საგამოცდო პროგრამები იხილეთ აქ:
მე-8 კლასში მისაღები მათემატიკის საგამოცდო პროგრამები იხილეთ აქ:
მე-9 კლასში მისაღები მათემატიკის საგამოცდო პროგრამები იხილეთ აქ:
მე-10 კლასში მისაღები მათემატიკის საგამოცდო პროგრამები იხილეთ აქ:
მე11 კლასში მისაღები მათემატიკის საგამოცდო პროგრამები იხილეთ აქ: