ბათუმის განათლებისა და მეცნიერების ქალაქში არსებული ფიზიკა-მათემატიკის გაძლიერებული სწავლების სკოლა აცხადებს მოსწავლეთა მიღებას მე-7, მე-8, მე-9 , მე-10 და მე-11 კლასებში.
სკოლაში მოსწავლეთა მიღება განხორციელდება მათემატიკის გამოცდის წარმატებით ჩაბარების საფუძველზე.
მისაღები ადგილების რაოდენობა: მე-7 კლასი - 50, მე-8 კლასი - 10, მე-9 კლასი - 5, მე-10 კლასი -5 და მე-11 კლასი -5 მოსწავლე.
სასწავლო პროცესი მიმდინარეობს თანამედროვე
დიზაინით მოწყობილ საგანმანათლებლო სივრცეში.
მოსწავლეები დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურების სახით სარგებლობენ სპორტული, შემოქმედებითი
და ინტელექტუალური კლუბებისა
და წრეების მომსახურებებით.
რეგისტრაციის პირობები:
მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება ელექტრონულად სკოლის ვებ-გვერდზე pmc.edu.ge-ზე 2024 წლის 25 ივნისიდან 21 ივლისის ჩათვლით.
ონლაინ რეგისტრაციისას, მშობელმა შესაბამის ველში უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტების სკანირებული ვერსია:
1. მოსწავლის პირადობის მოწმობის, ან პასპორტის ასლი, ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა.
2. სკოლის მიერ გაცემული 2023-24 სასწავლო წლის წლიური ნიშნების ფურცელი.
ონლიან რეგისტრაციისას მშობელმა უნდა შეავსოს ელექტრონული განაცხადი, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ აქ.
მისაღები გამოცდები ჩატარდება 27-28 ივლისის პერიოდში
(ადგილის, კლასების მიხედვით თარიღისა და საათის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია გამოქვეყნდება არა უგვიანეს 2024 წლის 22 ივლისიდან სკოლის ოფიციალურ Web და Facebook გვერდებზე).
საგამოცდო
ტესტის სტრუქტურა:
- ტესტი
შედგება 10 ღიაბოლოიანი ამოცანისგან.
- ტესტის მაქსიმალური ქულაა 20.
- ტესტირების ხანგძლივობა 2 საათი და 30 წუთი.
მისაღებ გამოცდაზე მონაწილეობის უფლება აქვთ: მოსწავლეებს, რომლებიც გამოცდის დღეს ირიცხებიან სკოლის მე-7 , მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეთა ბაზაში და 2023-2024 სასწავლო წელს შესაბამის კლასში მათემატიკაში წლიური ნიშანი აქვს 8 ქულა ან მეტი. სკოლაში მოსწავლეთა მიღება განხორციელდება მათემატიკის გამოცდის წარმატებით ჩაბარების საფუძველზე.
სასწავლო პროცესი მიმდინარეობს განათლებისა და მეცნიერების ქალაქში სსიპ ქალაქ ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მე-3 კორპუსში. ქალაქი ბათუმი, სვიშჩევსკისქ.N1
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვმართეთ მისამართზე: სსიპ ქალაქ ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა, ქ.ბათუმი, ფიროსმანის ქ.N5 ტელ: 571121315.
მე-7 კლასში მისაღები მათემატიკის საგამოცდო პროგრამები იხილეთ აქ:
მე-8 კლასში მისაღები მათემატიკის საგამოცდო პროგრამები იხილეთ აქ:
მე-9 კლასში მისაღები მათემატიკის საგამოცდო პროგრამები იხილეთ აქ:
მე-10 კლასში მისაღები მათემატიკის საგამოცდო პროგრამები იხილეთ აქ:
მე-11 კლასში მისაღები მათემატიკის საგამოცდო პროგრამები იხილეთ აქ: