მისაღები გამოცდები მათემატიკაში ჩატარდება 2023 წლის 8 სექტემბერს.

ბათუმის განათლებისა და მეცნიერების ქალაქში არსებული ფიზიკა-მათემატიკის გაძლიერებული სწავლების სკოლაში მე-7,  მე-8, მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეთა მისაღები გამოცდები მათემატიკაში ჩატარდება  2023 წლის 8 სექტემბერს, სკოლის შენობაში, მისამართი: ქ. ბათუმი, სვიშევსკის ქ N1 (გარადოკის დასახლება).  მისამართი იხილეთ რუკაზე:   https://goo.gl/maps/Cs9feTuZnWAuTYRE6

გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყება 10:00  სთ-ზე და დასრულდება 10:30 სთ-ზე.

გამოცდაზე მოსწავლეებმა თან უნდა იქონიონ პირადობის მოწმობა ან სკოლის დირექტორის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა.

დავალების სტრუქტურა:

საგამოცდო დავალება  შედგება 10 ამოცანისაგან,   გამოცდის   ხანგრძლივობაა 2   საათი და 30 წუთი.

დამხმარე მასალის, საათის, მობილური ტელეფონის, კალკულატორის ან სხვა ელექტრონული ხელსაწყოს გამოცდაზე შეტანის შემთხვევაში (თუნდაც გამორთულ მდგომარეობაში) გამოსაცდელი მოიხსნება გამოცდიდან.

მშობლებს გთხოვთ, გაითვალისწინოთ და დაიცვათ შემდეგი წესები:

1. სასურველია, მოსწავლეს ჰქონდეს საწერი კალამი და  წყალი პლასტმასის ბოთლით;

2. მშობელი არ დაიშვება საგამოცდო ტერიტორიაზე;

სსიპ ქალაქ ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა

გისურვებთ წარმატებებს!

მე-7 კლასში მისაღები მათემატიკის  საგამოცდო პროგრამები  იხილეთ აქ:

მე-8  კლასში მისაღები მათემატიკის  საგამოცდო პროგრამები  იხილეთ აქ:

მე-9 კლასში მისაღები მათემატიკის  საგამოცდო პროგრამები  იხილეთ აქ:

მე-10 კლასში მისაღები მათემატიკის  საგამოცდო პროგრამები  იხილეთ აქ: