მისაღები გამოცდები მათემატიკაში ჩატარდება 2023 წლის 29 ივლისს.
ბათუმის განათლებისა და მეცნიერების ქალაქში არსებული ფიზიკა-მათემატიკის
გაძლიერებული სწავლების სკოლაში მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეთა მისაღები გამოცდები
მათემატიკაში ჩატარდება 2023 წლის 29 ივლისს, სკოლის შენობაში, მისამართი: ქ. ბათუმი,
სვიშევსკის ქ N1 (გარადოკის დასახლება). მისამართი
იხილეთ რუკაზე: https://goo.gl/maps/Cs9feTuZnWAuTYRE6
გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყება 10:00 სთ-ზე და დასრულდება 10:30 სთ-ზე.
გამოცდაზე მოსწავლეებმა თან უნდა იქონიონ პირადობის მოწმობა ან სკოლის
დირექტორის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა.
დავალების სტრუქტურა:
საგამოცდო დავალება შედგება
10 ამოცანისაგან, გამოცდის ხანგრძლივობაა 2 საათი და 30 წუთი.
დამხმარე მასალის, საათის, მობილური ტელეფონის, კალკულატორის ან
სხვა ელექტრონული ხელსაწყოს გამოცდაზე შეტანის შემთხვევაში (თუნდაც გამორთულ მდგომარეობაში)
გამოსაცდელი მოიხსნება გამოცდიდან.
მშობლებს გთხოვთ, გაითვალისწინოთ და დაიცვათ შემდეგი წესები:
1. სასურველია, მოსწავლეს ჰქონდეს საწერი კალამი და წყალი პლასტმასის ბოთლით;
2. მშობელი არ დაიშვება საგამოცდო ტერიტორიაზე;
სსიპ ქალაქ ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა
გისურვებთ წარმატებებს!
მე-7 კლასში მისაღები მათემატიკის საგამოცდო პროგრამები იხილეთ აქ:
მე-8 კლასში მისაღები მათემატიკის საგამოცდო პროგრამები იხილეთ აქ:
მე-9 კლასში მისაღები მათემატიკის საგამოცდო პროგრამები იხილეთ აქ:
მე-10 კლასში მისაღები მათემატიკის საგამოცდო პროგრამები იხილეთ აქ: