ბათუმის  განათლებისა და მეცნიერების ქალაქში არსებული ფიზიკა-მათემატიკის გაძლიერებული სწავლების სკოლა აცხადებს მოსწავლეთა მიღებას მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 კლასებში.

სკოლაში მოსწავლეთა მიღება განხორციელდება მათემატიკის გამოცდის წარმატებით ჩაბარების საფუძველზე.



მისაღები ადგილების  რაოდენობა: მე-7 კლასი - 50, მე-8 კლასი - 10, მე-9 კლასი - 10  და მე-10 კლასი -10 მოსწავლე.

2021 წელს სკოლის მე-3 კორპუსში  დაიწყო სასწავლო პროცესი მე-7 და მე-8 კლასებში. თანამედროვე დიზაინით მოწყობილი საგანმანათლებლო სივრცე  უზრუნველყოფილია უახლესი ტექნოლოგიებით და ინფრასტრუქტურით.   მოსწავლეები დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურებების სახით სარგებლობენ  სპორტული, შემოქმედებითი და ინტელექტუალური,  პროგრამირების და ვებდიზაინის კლუბების მომსახურებებით. ასევე განიხილება პანსიონის ამოქმედება.

რეგისტრაციის  პირობები:

მსურველთა რეგისტრაცია  განხორციელდება ელექტრონულად  სკოლის ვებ-გვერდზე pmc.edu.ge-ზე  2023 წლის 15 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით.

ონლაინ რეგისტრაციისას, მშობელმა შესაბამის ველში უნდა ატვირთოს  შემდეგი დოკუმენტების სკანირებული ვერსია:

1. პირადობის  მოწმობის, ან პასპორტის ასლი, ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა.

2. სკოლის მიერ გაცემული 2022-23 სასწავლო წლის წლიური ნიშნების ფურცელი.


ონლიან რეგისტრაციისას მშობელმა უნდა შეავსოს ელექტრონული განაცხადი, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ აქ.


 

 მისაღები გამოცდის ჩატარების ადგილისა და თარიღის შესახებ  დაზუსტებული ინფორმაცია გამოქვეყნდება არა    უგვიანეს 2023 წლის 17 ივლისიდან  სკოლის ოფიციალურ Web და Facebook გვერდებზე. მისაღებ გამოცდაზე   მონაწილეობის უფლება აქვთ:

მოსწავლეებს, რომლებიც  გამოცდის დღეს ირიცხებიან სკოლის მე-7 , მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეთა  ბაზაში და 2022-2023 სასწავლო  წელს შესაბამის კლასში მათემატიკაში წლიური ნიშანი აქვს 8 ქულა ან მეტი.  სკოლაში მოსწავლეთა მიღება განხორციელდება მათემატიკის გამოცდის წარმატებით ჩაბარების საფუძველზე.

სასწავლო პროცესი  მიმდინარეობს განათლებისა და მეცნიერების ქალაქში  სსიპ ქალაქ ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის  საჯარო სკოლის მე-3 კორპუსში. ქალაქი ბათუმი, სვიშჩევსკისქ.N1

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვმართეთ მისამართზე: სსიპ ქალაქ ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო  სკოლა,  ქ.ბათუმი, ფიროსმანის ქ.N5  ტელ: 555 32 84 92.

მე-7 კლასში მისაღები მათემატიკის  საგამოცდო პროგრამები  იხილეთ აქ:

მე-8  კლასში მისაღები მათემატიკის  საგამოცდო პროგრამები  იხილეთ აქ:

მე-9 კლასში მისაღები მათემატიკის  საგამოცდო პროგრამები  იხილეთ აქ:

მე-10 კლასში მისაღები მათემატიკის  საგამოცდო პროგრამები  იხილეთ აქ: