ბათუმის განათლებისა და მეცნიერების ქალაქში არსებული ფიზიკა-მათემატიკის გაძლიერებული სწავლების სკოლაში მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეთა მისაღები გამოცდები მათემატიკაში ჩატარდება 2022 წლის 10 სექტემბერს, სკოლის შენობაში, მისამართი: ქ. ბათუმი, სვიშევსკის ქ N1 (გარადოკის დასახლება). მისამართი იხილეთ რუკაზე.
გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყება 10:00 სთ-ზე და დასრულდება 10:30 სთ-ზე
გამოცდაზე მოსწავლეებმა თან უნდა იქონიონ პირადობის მოწმობა ან სკოლის დირექტორის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა.
დავალების სტრუქტურა:
საგამოცდო დავალება შედგება 10 ამოცანისაგან, გამოცდის ხანგრძლივობაა 2 საათი და 30 წუთი.
დამხმარე მასალის, საათის, მობილური ტელეფონის, კალკულატორის ან სხვა ელექტრონული ხელსაწყოს გამოცდაზე შეტანის შემთხვევაში (თუნდაც გამორთულ მდგომარეობაში) გამოსაცდელი მოიხსნება გამოცდიდან.
მშობლებს გთხოვთ, გაითვალისწინოთ და დაიცვათ შემდეგი წესები:
1. სასურველია, მოსწავლეს ჰქონდეს საწერი კალამი და წყალი პლასტმასის ბოთლით;
2. მშობელი არ დაიშვება საგამოცდო ტერიტორიაზე;
სსიპ ქალაქ ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა