ბათუმის განათლებისა და მეცნიერების ქალაქში არსებული  ფიზიკა-მათემატიკის გაძლიერებული სწავლების სკოლა დამატებით აცხადებს მოსწავლეთა მიღებას  მე-7, მე-8  და მე-9 კლასებში.  სკოლაში მოსწავლეთა მიღება განხორციელდება მათემატიკის გამოცდის წარმატებით ჩაბარების საფუძველზე.

მისაღები ადგილების რაოდენობა მე-7 კლასი - 15  მოსწავლე,  მე-8 კლასი - 5 და  მე-9  კლასი - 5 მოსწავლე.


განათლებისა და მეცნიერების ქალაქში, სსიპ ქალაქ ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მე-3 კორპუსში, 2021-2022 წელს დაიწყო სასწავლო პროცესი მე-7 და მე-8 კლასებში.  თანამედროვე დიზაინით მოწყობილი საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც უზრუნველყოფილია უახლესი ტექნოლოგიებით და ინფრასტრუქტურით. სკოლა მოსწავლეებს დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურებების სახით თავაზობს როგორც სპორტულ, ასევე შემოქმედებით და ინტელექტუალურ მომსახურებებს, მათ შორის, ფუნქციონირებს კლუბები პროგრამირების და ვებდიზაინის მიმართულებით. სკოლის ინფრასტრუქტურა საშუალებას იძლევა ფართო სპექტრის სპორტული და შემოქმედებითი სერვისების განხორციელებისთვის.

 რეგისტრაციის პირობები:

მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება ელექტრონულად სკოლის ვებ-გვერდზე pmc.edu.ge-ზე არსებულ ბმულზე 2022 წლის 15 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით.

ონლიან რეგისტრაციისას მშობელმა უნდა შეავსოს ელექტრონული განაცხადი, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ონლაინ რეგისტრაციისას, მშობელმა შესაბამის ველში უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტების სკანირებული ვერსია:

1. პირადობის მოწმობის, ან პასპორტის ასლი, ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა.

2. სკოლის მიერ გაცემული 2021-22 სასწავლო წლის წლიური ნიშნების ფურცელი.

გამოცდაზე მოსწავლემ აუცილებლად უნდა წარმოადგინოს ან პირადობის მოწმობა, ან პასპორტი, ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა, წინააღმდეგ შემთხვევაში საგამოცდო კომისია უფლებამოსილია, მოსწავლე არ დაუშვას გამოცდაზე.

მისაღები გამოცდა  მათემატიკაში ჩატარდება 2022  წლის 10 სექტემბერს სკოლის შენობაში, მისამართი: ქ. ბათუმი, სვიშევსკის ქ N1 (გარადოკის დასახლება).

 მისაღებ გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვთ:

გამოცდაზე   დაიშვება  ის მოსწავლე, რომელსაც 2021-2022 სასწავლო წელს შესაბამის კლასში, მათემატიკაში წლიური ნიშანი აქვს  8 ქულა ან მეტი. ( აღნიშნული წესი არ ეხება იმ მოსწავლეებს, რომლებიც 2021-2022 სასწავლო წელს სწავლობდნენ სსიპ ქალაქ ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მე-7 და მე-8 კლასებში).

სასწავლო პროცესი მიმდინარეობს განათლებისა და მეცნიერების ქალაქში სსიპ ქალაქ ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მე-3 კორპუსში. მისამართი: ქალაქი ბათუმი, სვიშჩევსკის ქ.N1

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად  მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე:

სსიპ ქალაქ ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა, ქ.ბათუმი, ფიროსმანის ქ.N5 ტელ: 555 32-84-92

მე-7 კლასში მისაღები მათემატიკის  საგამოცდო პროგრამები  იხილეთ აქ:

მე-8  კლასში მისაღები მათემატიკის  საგამოცდო პროგრამები  იხილეთ აქ:

მე-9 კლასში მისაღები მათემატიკის  საგამოცდო პროგრამები  იხილეთ აქ: