ბათუმის განათლებისა და მეცნიერების ქალაქში არსებული ფიზიკა-მათემატიკის გაძლიერებული სწავლების სკოლაში მე-7, მე-8 და მე-9  კლასის მოსწავლეთა მისაღები გამოცდები მათემატიკაში ჩატარდება  2022 წლის 23 ივლისს, სკოლის შენობაში, მისამართი: ქ. ბათუმი, სვიშევსკის ქ N1 (გარადოკის დასახლება).  მისამართი იხილეთ რუკაზე.


გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყება 10:00  სთ-ზე და დასრულდება 10:30 სთ-ზე

გამოცდაზე მოსწავლეებმა თან უნდა იქონიონ პირადობის მოწმობა ან სკოლის დირექტორის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა.

დავალების სტრუქტურა:

საგამოცდო დავალება  შედგება 10 ამოცანისაგან,   გამოცდის   ხანგრძლივობაა 2   საათი და 30 წუთი.

დამხმარე მასალის, საათის, მობილური ტელეფონის, კალკულატორის ან სხვა ელექტრონული ხელსაწყოს გამოცდაზე შეტანის შემთხვევაში (თუნდაც გამორთულ მდგომარეობაში) გამოსაცდელი მოიხსნება გამოცდიდან.

 

მშობლებს გთხოვთ, გაითვალისწინოთ და დაიცვათ შემდეგი წესები:

1. სასურველია, მოსწავლეს ჰქონდეს საწერი კალამი და  წყალი პლასტმასის ბოთლით;

2. მშობელი არ დაიშვება საგამოცდო ტერიტორიაზე;

სსიპ ქალაქ ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა