ბათუმის განათლებისა და მეცნიერების ქალაქში არსებული ფიზიკა-მათემატიკის გაძლიერებული სწავლების სკოლაში მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეთა მისაღები გამოცდები მათემატიკაში ჩატარდება  2021 წლის 26 ნოემბერს, სკოლის შენობაში, მისამართი: . ბათუმი, სვიშევსკის ქ N1 (გარადოკის დასახლება).

გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყება 14:00  სთ-ზე და დასრულდება 14:30 სთ-ზე

გამოცდაზე მოსწავლეებმა თან უნდა იქონიონ პირადობის მოწმობა ან სკოლის დირექტორის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა.

დავალების სტრუქტურა:

საგამოცდო დავალება  შედგება 10 ამოცანისაგან,   გამოცდის   ხანგრძლივობაა 2   საათი და 30 წუთი.

 

დამხმარე მასალის, საათის, მობილური ტელეფონის, კალკულატორის ან სხვა ელექტრონული ხელსაწყოს გამოცდაზე შეტანის შემთხვევაში (თუნდაც გამორთულ მდგომარეობაში) გამოსაცდელი მოიხსნება გამოცდიდან.

არსებული სიტუაციის გათვალისწინებით მშობლებს გთხოვთ, გაითვალისწინოთ და დაიცვათ შემდეგი წესები:

1. მოსწავლეს ჰქონდეს და ეკეთოს პირბადე;

2. სასურველია, ჰქონდეს საწერი კალამი და  წყალი პლასტმასის ბოთლით;

3. მშობელი არ დაიშვება საგამოცდო ტერიტორიაზე;

4. დაიცავით დისტანცია;

 5. დაიმუშაოს ხელები სადეზინფექციო ხსნარით მითითების შესაბამისად.

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ შემდეგ ტელეფონზე: 571 12 13 15

სსიპ ქალაქ ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა

გამოცდაზე მონაწილე მოსწავლეთა სია: იხილეთ სია...