ბათუმის განათლებისა და მეცნიერების ქალაქში არსებული ფიზიკა-მათემატიკის გაძლიერებული სწავლების
სკოლა აცხადებს მოსწავლეთა მიღებას მე-7
და მე-8 კლასებში.
მსურველთა
რეგისტრაცია განხორციელდება ელექტრონულად 2021 წლის 04 ნოემბრიდან 15 ნოემბრის
ჩათვლით.
სკოლაში მოსწავლეთა მიღება განხორციელდება მათემატიკის გამოცდის
წარმატებით ჩაბარების საფუძველზე.
მისაღები ადგილების რაოდენობა მე-7 კლასი- 22 მოსწავლე და მე-8 კლასი -
25 მოსწავლე.
რეგისტრაციის პირობები:
ონლიან რეგისტრაციისას მშობელმა უნდა შეავსოს ელექტრონული განაცხადი.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე
ონლაინ რეგისტრაციისას, მშობელმა შესაბამის ველში უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტების სკანირებული ვერსია:
ა) სკოლის მიერ ოფიციალურად გაცემული მოსწავლის
2020-2021 სასწავლო წლის წლიური ნიშნების ფურცელი.
გ) პირადობის მოწმობის, ან ID ბარათის, ან პასპორტის, ან სკოლის მიერ გაცემული ფოტო სურათიანი ცნობა (ჩამოთვლილთაგან პირადობის დამადასტურებელი რომელიმე ერთი დოკუმენტი, რომელიც, ასევე უნდა წარმოადგინოს გამოცდაზე).
მისაღები გამოცდის თარიღები:
მისაღები გამოცდის ჩატარების ზუსტი თარიღი გამოცხადდება არაუგვიანეს 2021
წლის 15 ნოემბრისა
.
მისაღებ გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს:
· მოსწავლეებს, რომლებიც გამოცდის დღეს ირიცხებიან სხვა სკოლის მე-7 ან მე-8 კლასის მოსწავლეთა ბაზაში.
· გამოცდაზე დაიშვება ის მოსწავლე, რომელსაც 2020-21
სასწავლო წელს შესაბამის კლასში, მათემატიკაში წლიური ნიშანი აქვს 8 ქულა ან მეტი
გამოცდის ფორმატი და ტესტის შემადგენლობა:
მე-7 და მე-8 კლასში მისაღები გამოცდა იქნება მხოლოდ მათემატიკაში.
გამოცდის ჩატარების თარიღი, სტრუქტურა და ხანგძლივობა გამოცხადდება არაუგვიანეს 15 ნოემბრისა
.
ბათუმის განათლებისა და მეცნიერების ქალაქში არსებული სსიპ
ქალაქ ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯაროს სკოლის გაძლიერებული ფიზიკა-მათემატიკის სკოლა გისურვებთ წარმატებას!
ბათუმის განათლებისა და მეცნიერების ქალაქში, მისამართი: ქ.ბათუმი, სვიშევსკის ქ.N1 (გოროდოკის დასახლება).