მოსწავლეთა სიები სესიების მიხედვით

ბათუმის ფიზიკა-მათემატიკის გაძლიერებული სწავლების სკოლაში  მისაღები გამოცდა მათემატიკაში  25 აგვისტოს ჩატარდება.

მისაღები გამოცდა ჩატარდება 2 სესიად.





გთავაზობთ მოსწავლეთა სიებს სესიების მიხედვით:

I სესიზე რეგისტრაცია დაიწყება 09:30 სთ-ზე და დასრულდება 10:00 სთ-ზე

იხილეთ პირველი სესიის მოსწავლეთა სია

II სესიაზე რეგისტრაცია დაიწყება 12:00 სთ-ზე და დასრულდება 12:30 სთ-ზე

იხილეთ მეორე სესიის მოსწავლეთა სია

მისაღები გამოცდები ჩატარდება 2021 წლის 25 აგვისტოს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში (ყოფილი პოლიტექნიკური ინსტიტუტის შენობა), მისამართი: ქ. ბათუმი, ფიროსმანის ქ. N12

 

შენიშვნა: გამოცდაზე მოსწავლეებმა  თან უნდა იქონიონ პირადობის მოწმობა ან სკოლის დირექტორის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა.

არსებული სიტუაციის გათვალისწინებით მშობლებს გთხოვთ, გაითვალისწინოთ და დაიცვათ შემდეგი წესები:

1.     მოსწავლეს ჰქონდეს და ეკეთოს პირბადე;

2.     სასურველია, ჰქონდეს წყალი პლასტმასის ბოთლით;

3.     მშობელი არ დაიშვება საგამოცდო ტერიტორიაზე;

4.     აუცილებლად  გეკეთოთ პირბადე.

5.     დაიცავით დისტანცია.

6.     წაიკითხეთ და მოსწავლეებს გააცანით გამოცდაზე ქცევის წესები (ცხადია, დამკვირვებელიც გააკეთებს იგივეს).

 

გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.

ტესტის სტრუქტურა:

საგამოცდო ტესტი  შედგება 20 ამოცანისაგან. ტესტირების ხანგრძლივობაა 1 საათი და 30 წუთი.

ყველა მოსწავლეს ადგილზე დაურიგდება საწერი კალამი და სამუშაო ფურცელი. გამოცდა ჩატარდება კომპიუტერის საშუალებით. მოსწავლეები ტესტის დასრულებისთანავე დაინახავენ მიღებულ ქულას.

დამხმარე მასალის, საათის, მობილური ტელეფონის, კალკულატორის ან სხვა ელექტრონული ხელსაწყოს გამოცდაზე შეტანის შემთხვევაში (თუნდაც გამორთულ მდგომარეობაში) გამოსაცდელი მოიხსნება გამოცდიდან.

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ შემდეგ ტელეფონზე: 555 32 84 92 თამარ კუჭაშვილი

სსიპ ქალაქ ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა