ბათუმის ფიზიკა-მათემატიკის გაძლიერებული სწავლების სკოლაში  მისაღები გამოცდები 25 აგვისტოს ჩატარდება

 

ბათუმის განათლებისა და მეცნიერების ქალაქში არსებული ფიზიკა-მათემატიკის გაძლიერებული სწავლების სკოლაში მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეთა მისაღები გამოცდები ჩატარდება 2021 წლის 25 აგვისტოს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში (ყოფილი პოლიტექნიკური ინსტიტუტის შენობა), მისამართი: . ბათუმი, ფიროსმანის . N12, (გამოცდაზე გამოცხადების დრო გეცნობებათ ინდივიდუალურად)

გამოცდაზე მოსწავლეებმა  თან უნდა იქონიონ პირადობის მოწმობა ან სკოლის დირექტორის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა.

გარდა ამისა, 2021 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში წარმოდგენილი უნდა იქნას სკოლის დირექტორის მიერ გაცემული ცნობა 2020-2021 სასწავლო წლის მათემატიკის შეფასებასთან დაკავშირებით. ცნობის გამოგზავნა შესაძლებელია ელექტრონულადაც შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@pmc.edu.ge

ცნობის წინასწარ წარმოდგენის გარეშე მოსწავლე გამოცდაზე არ დაიშვება.

გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.

ტესტის სტრუქტურა:

საგამოცდო ტესტი  შედგება 20 ამოცანისგან. ტესტირების ხანგრძლივობაა ერთი საათი და 30 წუთი.

ყველა მოსწავლეს ადგილზე დაურიგდება საწერი კალამი და სამუშაო ფურცელი. გამოცდა ჩატარდება კომპიუტერის საშუალებით. მოსწავლეები ტესტის დასრულებისთანავე დაინახავენ მიღებულ ქულას.

დამხმარე მასალის, საათის, მობილური ტელეფონის, კალკულატორის ან სხვა ელექტრონული ხელსაწყოს გამოცდაზე შეტანის შემთხვევაში (თუნდაც გამორთულ მდგომარეობაში) გამოსაცდელი მოიხსნება გამოცდიდან.

 

გამოსაცდელი ვალდებულია, დაიცვას ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული წესები: ატაროს პირბადე, საგამოცდო პროცესის მონაწილე სხვა პირებისაგან დაიცვას სოციალური დისტანცია და დაიმუშაოს ხელები სადეზინფექციო ხსნარით მითითების შესაბამისად.

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ შემდეგ ტელეფონზე: 555 32 84 92 თამარ კუჭაშვილი

სსიპ ქალაქ ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა