ფუნქციონირებას  იწყებს  ქ. ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო კათედრასთან არსებული ახალგაზრდა მკვლევართა კლუბები ქიმიასა და ფიზიკაში. კლუბში გაწევრიანება შეუძლიათ VIII-IX კლასის მოსწავლეებს მშობელთა  თანხმობის  საფუძველზე. მსურველებმა უნდა შეავსონ შესაბამისი განაცხადის ფორმა.

კლუბის სამუშაო შეხვედრები ჩატარდება თვეში ორჯერ, შაბათობით N38 აუდიტორიაში, შეხვედრის დროის ხანგრძლივობა 1 სთ.

კლუბის მუშაობა ხელს შეუწყობს მოსწავლეებში კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, რაც მათ დაეხმარება მეცნიერების უკეთ შესწავლასა და შემეცნებაში. კლუბის მიზანია საბუნებისმეტყველო საგნების  პოპულარიზაცია მოსწავლეთა შორის. კლუბის მისია არის  სხვადასხვა ინტერესების მქონე მოზარდების ერთ სივრცეში გაერთიანება ექსპერიმენტების ერთად ჩატარების მიზნით. კლუბში ჩატარებული აქტივობები და „აღმოჩენებით სწავლება“ კიდევ უფრო მრავალფეროვანს და საინტერესოს გახდის სასკოლო ცხოვრებას.

კლუბის მისამართი: ქ. ბათუმი. ფიროსმანის ქ.N5

კლუბების მეურვეები:   ქიმიის  პედაგოგი,  რუსუდან შავაძე

                                           ფიზიკის პედაგოგი,  მარინე ხოზრევანიძე