ფუნქციონირებას  იწყებს  გეოგრაფიული კლუბი  „ქეისი“ . მოსწავლეთა  მიღება  მიმდინარეობს   ყოველდღე   მშობელთა  განცხადების  საფუძველზე.პირველი  სამუშაო  შეხვედრა   გაიმართება  ხუთშაბათს  18  ოქტომბერს,აუდიტორია  38.კლუბის  სამუშაო  შეხვედრები  გაიმართება  ყოველი  კვირის  ორშაბათს.კლუბს  აქვს  სამუშაო  გეგმა  და  კონცეფცია.                                                                         კლუბის  მისია  არის   გეოგრაფიის პოპულარიზაცია  მოსწავლეთა შორის, ასევე მოსწავლეთა აკადემიური, სოციალური და ფსიქოლოგიური განვითარების ხელშეწყობა; საინტერესო ექსპერიმენტებითა და პროექტებით სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნება; კვლევითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების მიზნით კლუბის წევრებს მოუწევთ წლის განმავლობაში ექსკურსიები ბუნებაში და სხვადასხვა  დაწესებულებებში.

 კლუბის კურატორი:

გეოგრაფიის  პედაგოგი: ლ. მურადაშვილი